weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანმა ყარაბაღში სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა

12:05 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზთან სომხური უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„21 ივნისს, განადგურებული იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ტერტერის ხაზის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაზვერვის მიზნით, ფრენის განხორციელებას ცდილობდა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფლიქიტის ზონაში 6 სომეხი ჯარისკაცი, სომხეთის პორვოკაციის აღკვეთის დროს იქნა მოკლული.

მთიან ყარაბაღში ვითარება განსაკუთრებით გასული წლის აპრილში დაიძაბა, რის შემდეგაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს სროლებში ადანაშაულებდნენ.

ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ პერიოდში დაწყებული ომი 1994 წელს ზავით დასრულდა, რომელიც არაერთხელ დაირღვა. ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად 30 ათასზე მეტი ადამიანია დარუპული.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]