weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჯარისკაცი დაიღუპა

14:40 კვირა, 27 აგვისტო 2017

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული მხრიდან სროლის შედეგად თავდაცვის არმიის ჯარისკაცი არტაკ ბიშარიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცი მძიმე ჭრილობებით სტეპანაკერტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არტაკ ბიშარიანი 26 წლის იყო და მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაში საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა.

მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებულმა ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კონფლიქტს დაახლეობით 30 000 ადამიანი ემსხვერპლა. 1994 წელს მხარეებმა ზავი გამოაცხადეს, რომელიც მუდმივად ირღვევა.

ვითარება განსაკუთრებით 2016 წლის აპრილში დაიძაბა, როდესაც შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ე.წ. „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა არც ეს შეთანხმება სრულდება. აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ზავის დარღვევაში ერთმანეთს ყოველდღე ადანაშაულებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]