ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ლობისტებზე დასახარჯად 2.9 მილიარდი გაათეთრა - OCCRP

14:02 - 05 სექტემბერი 2017 hits 380

2012-2014 წლებში, აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ ფიქტიური ბრიტანული კომპანიების მეშვეობით 2.9 მილიარდი დოლარი გაათეთრა. ამის შესახებ ანგარიშს გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელი ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი (OCCRP) ავრცელებს. მათი ცნობით, ფული ევროპელ პოლიტიკოსებს გადაუხადეს, რომლებიც ევროკავშირში აზერბაიჯანის ინტერესებს ლობირებდნენ და იმ რეზოლუციებს ბლოკავდნენ, რომლებიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებს გმობდნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომელსაც ადამიანის უფლებების შელახვაში, კორუფციასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, 2012-2014 წლებში 16 000-ზე მეტი ფარული გადახდა განახორციელა. ამ თანხებიდან იფარებოდა აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირების პირადი ხარჯებიც.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ფულის გათეთრებაში მონაწილეობდნენ, დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანელებზე იყო რეგისტრირებული. კომპანიების ანგარიშებზე თანხების დიდი ნაწილი აზერბაიჯანული ბანკებიდან ირიცხებოდა. მაგალითად, 1.4 მილიარდი დოლარი აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკში (IBA) გახსნილი ანგარიშიდან გადაირიცხა. კომპანიებში ათობით მილიონი ევრო ირიცხებოდა რუსული იარაღის მიმწოდებელი კომპანია „როსობორონექსპორტიდან“. ყველა ფიქტიურ კომპანიას დანიური ბანკის (Danske Bank) ესტონეთში მდებარე ფილიალი ემსახურებოდა.

ფულის გათეთრების შესახებ ინფორმაცია პირველად დანიურმა გაზეთმა Berlingske მოიძია და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტს შეატყობინა. გამოძიებაზე ერთობლივად რამდენიმე უცხოური მედიის ჟურნალისტები მუშაოდნენ, მათ შორის Süddeutsche Zeitung (გერმანია), Barron’s (აშშ), Le Monde (საფრანგეთი), The Guardian (დიდი ბრიტანეთი), Новая газета (რუსეთი) და სხვა.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com