weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კადიროვი ჩეჩნეთში შობადობის ზრდის გამო რუსეთისგან სუბსიდიის გაზრდას ითხოვს

13:14 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება, რაც რუსეთის ბიუჯეტის შედგენის დროს უნდა გაითვალისწინონ. კადიროვის განცხადებით, მან ეს საკითხი რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი კოზაკთან შეხვედრისას განიხილა და დახმარების პირობა მიიღო.

„ეს [მაღალი შობადობა] ჩვენს წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც ოპერატიულ გადაწვეტას საჭიროებენ. ეს არის გაზრდილი ხარჯები ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში, რაც აუცილებელია მხედველობაში იქნას მიღებული ბიუჯეტიდან სუბსიდიის დაანგარიშების დროს“, - აღნიშნა კადიროვმა.

„კავკაზსკი უზელი“ რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ჩეჩნეთში შობადობა სულ რაღაც 0.3%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში 19 418 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 54-ით აღემატება.

ჩეჩნეთმა ფედერალური ბიუჯეტიდან 2017 წელს სუბსიდიის სახით 40 მილიარდი რუბლი მიიღო. ეს თანხა 2016 წელთან შედარებით არ გაზრდილა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რუსეთის ფინანსთა სამინისტროში ჩეჩნეთისთვის სუბსიდიის შემცირების საკითხს განიხილავდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]