weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

აფგან მუხთარლი ჟუნალისტიკაში გამოჩენილი სიმამაცისთვის დააჯილდოვეს

17:19 პარასკევი, 29 სექტემბერი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წლის მაისში აზერბაიჯანში დააპატიმრეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა (EaP CSF) პაველ შერემეტის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. მუხთარლის ეს ჯილდო ჟუნალისტიკაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და რეგიონში სიტყვის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

დაჯილდოების ცერემონია ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 2017 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

„ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალისტის მტკიცე სიმამაცემ, რომელიც ხელისუფლების ძალადობის დროს მუშაობდა მძიმე თემებზე მიუხდავად იმისა, რომ რისკის ქვეშ იყო მისი თავისუფლება და უსაფრთხოება. აფგან მუხთარლიმ, რომელმაც ადამიანის უფლებების საკითხები წამოწია და დაპატიმრებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე წერს, აჩვენა სოლიდარობა იმათ მიმართ, ვინც ხმის ამოღებას ბედავს და ამის საფასურს იხდის“, - განაცხადა EaP CSF-ის თანათავმჯდომარემ.

პაველ შერემეტი ბელარუსი ჟურნალისტი იყო, რომელიც 2016 წელს კიევში ააფეთქეს. მისი სახელობის ჯილდო (Pavel Sheremet Journalism Award) ამავე წელს პატიმრობაში მყოფ ყირიმელ ჟურნალისტს მიკოლა სემენას გადაეცა.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში აღმოჩნდა. მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, 22:40 საათზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, დაკავების დროს მუხთალიმ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია. მუხთარლი დააკავეს და ჩხრეკის დროს 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს.

აფგან მუხთარლის ბრალად ებება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს.

19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სტრასბურგმა მის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]