weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამზან კადიროვი ლენინის დასაფლავების მოწოდებით გამოდის

16:39 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებით, დროა საბჭოთა ლიდერი ვლადიმერ ლენინი დაასაფლაონ. კადიროვის აზრით, „საკმარისია გარდაცვლილი ადამიანის ყურება და სწორი არ არის, რომ რუსეთის შუაგულში, წითელ მოედანზე მკვდარი ადამიანის კუბო დგას“.

რადიო თავისუფლების ცნობით, რამზან კადიროვმა ეს კომენტარები რუსეთის ფედერალური კრების თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. მატვიენკოს ინფორმაციით, ლენინის დასაფლავების საკითხზე შესაძლოა ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს.

კადიროვის შემდეგ ინიციატივას მხარდამჭერი რუსეთის დუმაშიც გამოუჩნდა. დეპუტატმა ნატალია პოკლონსკაიამ განაცხადა, რომ მისთვისაც მიუღებელია დედაქალაქის ცენტრში გვამის ყურება. „ეს სულ მცირე არაჰუმანურია“, – დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ ლენინის დასაფლავების მოწოდებით რუსეთის ოპოზიციური ძალები გამოდიოდნენ, თუმცა ამის წინააღმდეგია პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. 2016 წელს მან განაცხადა, რომ ამ საკითხისადმი ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რათა საზოგადოებაში განხეთქილების მიზეზი არ გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]