weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პუტინისადმი მიძღვნილი საუკეთესო ლექსის ავტორს კადიროვმა iPhone X აჩუქა

17:55 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილი საუკეთესო ლექსის ავტორი გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულმა მესამეკლასელმა გოგონამ კადიროვისგან საჩუქრად iPhone X მიიღო.

როგორც რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში წერს, გოგონა გაბრაზდა, როდესაც გაიგო, რომ საჩუქრად ძვირადღირებულ ნივთს მიიღებდა. „მან განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობა iphone-ის გამო კი არ მიიღო, არამედ თავისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატად“.

ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა საჭირო არ არის, რადგან კონკურსმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ხალხის ნამდვილი დამოკიდებულება უკვე გამოავლინა.

„კამჩატკიდან კალენინგრადამდე, ყველა რეგიონის მცხოვრებებმა ემოციურად გამოხატეს თავიანთი აზრი, შეაფასასეს ვლადიმერ პუტინის ტიტანური შრომა. ერთ დღეღამეში სამი ათასზე მეტი ლექსი მივიღეთ. საკონკურსო პუბლიკაციები კი მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა“, - წერს კადიროვი.

„კავკაზ.რეალიის“ ინფორმაციით, მესამე კლასელ გოგონას პლაგიატში ადანაშაულებენ. გავრცელებული ცნობით, მის მიერ წაკითხული ლექსი ინტერნეტში სულ მცირე სამი წლის წინ იყო გამოქვეყნებული. ჩეჩენმა გოგონამ ლექსის ის სტრიქონები გამოტოვა, სადაც პუტინის სიდაბლეა ნახსენები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]