weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანსა და ჩეჩნეთში მიწისძვრა მოხდა

10:18 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

დღეს აზერბაიჯანში, ადგილობრივი დროით 7:24 საათზე, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 60 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ საბირაბადთან მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეც.

ევროპა–ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 10 მაისს, 20:40 საათზე, 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ჩეჩნეთშიც. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში, გროზნოს მახლობლად იყო.

არსებული ინფორმაციით, ჩეჩნეთსა და აზერბაიჯანში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]