weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად არმენ სარქისიანი წარადგინეს

14:35 პარასკევი, 19 იანვარი 2018

სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარქისიანი დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელმა ორგანომ 18 იანვარს მიიღო. სომხური მედიის ინფორმაციით, სარქისიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სომხეთის მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

"ჩვენ ახალ პოლიტიკურ ციკლში შევედით, სრულდება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, ასევე ჩემი უფლებამოსილების ვადა. კონსტიტუცია ადგენს კრიტერიუმებს, მოთხოვნებს პრეზიდენტის მიმართ, რომელთა შორის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მიუკერძოებლობა. მიმაჩნია, რომ მეოთხე პრეზიდენტი უნდა იყოს შემდგარი და ნათელი პიროვნება, პოლიტიკურად მომზადებული, მაგრამ არა პოლიტიზირებული. მან უნდა შეძლოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის, აგრეთვე საზოგადოების ფენებს შორის დაძაბულობის შესამცირებლად დიალოგი", - განაცხადა სარგსიანმა.

სერჟ სარგსიანს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 9 აპრილს ეწურება. სომხეთის ახალი კონსტიტუციით, მეოთხე პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული ამომრჩეველთა კოლეგია 7 წლის ვადით აირჩევს. პრეზიდენტის ასარჩევად კანდიდატს მხარი 3/4-მა უნდა დაუჭიროს, რაც სულ მცირე 79 ხმაა. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში გამარჯვებისთვის კი პარლამენტის წევრთა ხმების 3/5-ის მოგროვებაა საჭირო.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად მცირდება. ფუნქციების დიდი ნაწილი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაეცემა.

არმენ სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩად პირველად 1992 წელს დაინიშნა და თანამდებობაზე 1995 წლამდე იყო. 1993-94 წლებში ევროკავშირში სომხეთის წარმომადგენელი იყო, 1995 წელს კი ევროკავშირში სომხეთის მისიას ხელმძღვანელობდა. 1996 წელს, ოთხი თვის განმავლობაში, მას სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1998-2000 წლებში კი კვლავ სომხეთის ელჩი იყო ბრიტანეთში. ამის შემდეგ სარქისიანი ბიზნესით დაკავდა და ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში სხვადასხვა ენერგეტიკული და ტექნოლოგიური კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობდა, მათ შორის "ბრითიშ პეტროლიუმის" მრჩეველიც იყო. 2013 წლიდან არმენ სარქისიანმა კვლავ დაიკავა დიდ ბრიტანეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]