weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქსენია სობჩაკმა გროზნოში, ოიუბ ტიტიევის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა

23:18 კვირა, 28 იანვარი 2018

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ერთკაციანი აქცია გამართა და უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების უფროსის, მარიხუანას შენახვისთვის დაკავებული ოიუბ ტიტიევის გათავისუფლება მოითხოვა.

ქსენია სობჩაკმა აქცია სიტყვის თავისუფლებისთვის დაღუპული ჟურნალისტების მემორიალთან გამართა. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, აქციის შემდეგ მან ვლადიმერ პუტინის გამზირზე გაიარა, რომელიც შაბათ-კვირას როგორც წესი გადაკეტილია და ხალხმრავლობით გამოირჩევა, თუმცა მისი ვიზიტის დროს სრულიად ცარიელი იყო, არ მუშაობდა არცერთი კაფე და მაღაზია. „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს რამდენიმე ახალგაზრდამ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ჩეჩნეთში ჩასვლამდე ქსენია სობჩაკმა ტიტიევის გათავისუფლების მოთხოვნით ჩეჩნეთის მეთაურს ერთხელ უკვე მიმართა. მისი განცხადების პასუხად რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში ჩარევის უფლებამოსილება არ აქვს.

ოიუბ ტიტიევი 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალი 206,9 გრამი მარიხუანას შენახვაში ედება. თავად ტიტიევი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება ავტომანქანაში სამართალდამცავებმა ჩაუდეს, შემდეგ კი დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]