weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აზერბაიჯანმა რუსეთს რუს სამხედროებზე თავდასხმაში ბრალდებული ჩეჩენი გადასცა

18:05 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა წარმოშობით ჩეჩენი საიდ-ჰუსეინ ტაკაევი, რომელიც 2000-2003 წლებში ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმაშია ბრალდებული.

 „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, რუსეთის მთავარმა პროკურატურამ, საიდ ჰუსეინ ტაკაევის ადგილსამყოფელი დადგენის შემდეგ, აზერბაიჯანს მისი ექსტრადიციის მოთხოვნით 9 თებერვალს მიმართა, 14 თებერვალს კი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საიდ-ჰუსეინ ტაკაევს ბრალად რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობას გულისხმობს. ტაკაევი სასამართლოს წინაშე უახლოეს მომავალში წარსდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]