weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი გახდა

00:33 ორშაბათი, 09 აპრილი 2018

ცნობილმა დაღესტნელმა სპორტსმენმა, შერეული ორთაბრძოლების (ММА) მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. UFC 223-ის ფარგლებში ორთაბრძოლა ნიუ-იორკში 8 აპრილს შედგა. ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკელი ელ იაკვინტა დაამარცხა, რითიც UFC-ის ისტორიაში პირველად, რუსეთის წარმომდგენელმა ჩემპიონის ქამარი მოიგო.

აქამდე მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი იყო. მან ეს ტიტული 2016 წლის ნოემბერში მოიპოვა, რითიც ორი წონის (მსუბუქი და ქვემსუბუქი) ჩემპიონი გახდა. ირლანდიელ მებრძოლს 2016 წლის შემდეგ UFC-ის ბრძოლა აღარ ჩაუტარებია. ორგანიზაციამ გადაწყვიტა ამასთან დაკავშირებით რაიმე მოემოქმედებინა და განაცხადა, რომ ქამრის შემდეგი მფლობელი ნურმაგომედოვი ან მისი მეტოქე იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ მაკგრეგორი Barclays Center-ში შეჭრისა და UFC 223-ის ავტობუსზე თავდასხმის გამო დააკავეს და ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს.

რაც შეეხება ხაბიბ ნურმაგომედოვს, ჩემპიონის ტიტულისთვის მას თავდაპირველად ტონი ფერგიუსონთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ფერგიუსონს მუხლის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის შემდეგ დაღესტნელი მებრძოლი მაქს ჰოლოუეის უნდა შეხვედროდა, მაგრამ ექიმებმა არც მას მისცეს ოქტაგონზე ასვლის უფლება. ბოლოს ნურმაგომედოვთან ალ იაკვინტა აჩხუბეს.

ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ზე პირველად 2012 წელს გამოვიდა. 29 წლის სპორტსმენისთვის ელ იაკვინტასთან ჩხუბი რიგით მეათე ბრძოლა იყო UFC-ის ფარგლებში. ნურმაგამედოვმა ათივე მათგანი მოგებით დაამთავრა. შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 26 ბრძოლიდან მას 26-ვე მოგებული აქვს.

ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლა ელ იაკვინტასთან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]