weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ერევანში დემონსტრანტებს ჯარისკაცებიც შეუერთდნენ

13:43 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას, სადაც პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 20-მდე ახალგაზრდას წინ ოფიცერი მიუძღოდა, რომელსაც სომხეთის დროშა უჭირა.

რადიო თავისუფლების კითხვაზე - საიდან მივიდნენ აქციაზე, ახალგაზრდებმა უპასუხეს, რომ იმ სამხედრო ნაწილიდან, სადაც მსახურობენ. „ჩვენს ხალხს შემოვუერთდით, ხალხთან ერთად ვართ“, - ციტირებს მათ კომენტარს „რადიო თავისუფლება“.

დღეს საპროტესტო აქციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.

აქციაზე მისული ჯარისკაცების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]