weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა

16:27 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ერევანში საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენას აპროტესტებდნენ.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008 წლიდან იყო. მას უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, რის შემდეგაც მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია, რის შემდეგაც ოპოზიციამ და მისმა ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

22 აპრილს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყეს. სარგსიანსა და პაშინიანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მალევე, უშედეგოდ დასრულდა. იმავე დღეს სამართალდამცავებმა ნიკოლ პაშინიანი და აქციის სხვა ორგანიზატორები დააკავეს.

დღეს ერევანში აქციას სტუდენტები და სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ.

 

ამ თემაზე:

სარგსიანის მიმართვა ხალხისადმი – ვასრულებ თქვენს მოთხოვნას და ვტოვებ თანამდებობას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]