ოქტომბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა გეების წამებას ხელმძღვანელობდა - HRW

22:32 - 27 მაისი 2017 hits 1544

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნასა და წამებას შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი, მეტსახელად „ლორდი“, ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, გეების საწინააღმდეგო კამპანია ჩეჩნეთში თებერვალში დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქ არგუნში პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა ეიფორიის გამომწვევი აბების მიღების გამო. სამართალდამცავებმა დაკავებულების ტელეფონში ფოტო და შეტყობინებები აღმოაჩინეს, რომლებიც ჰომოსექსუალური ურთიერთობებისადმი მათ ინტერესზე მიუთითებდა.

„ამის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთში მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანამდე, ბატონ დაუდოვამდე მივიდა. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს ამბავი მას პოლიციის ადგილობრივი განყოფილების უფროსმა შეატყობინა“, - ამბობს ანგარიშის ავტორი ტატიანა ლოკშინა „ბი-ბი-სის“ რუსულ სამსახურთან ინტერვიუში. მას მიაჩნია, რომ ჩეჩნეთში გეების დაკავება და დამცირება ორგანიზებულ კამპანიას წარმოადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, ჰომოსექსუალურ კავშირებში ეჭვმიტანილთა მასობრივი შემოწმებები თებერვლიდან, სავარაუდოდ, აპრილის პირველი კვირის ჩათვლით გრძელდებოდა.

ანგარიშის ავტორების განცხადებით, დოკუმენტის მომზადების დროს ისინი ყოფილ პატიმრებს ესაუბრნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მათი გამტაცებელი სამართალდამცავები დაუდოვის შესახებ საუბრობდნენ და ამბობდნენ, თითქოს მისგან მიიღეს ბრძანება, ხოლო სამმა ყოფილმა გატაცებულმა განაცხადა, რომ პირადად ნახა დაუდოვი არგუნსა და გროზნოში. ანგარიშის მიხედვით, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე საიდუმლო ციხეებში პირადად აკვირდებოდა თუ როგორ ცემდნენ და ამცირებდნენ პოლიციელები გატაცებულებს.

მაგომედ დაუდოვი Human Rights Watch-ის ანგარიშს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები უარყო. დაუდოვის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია უკავშირდება მის პოზიციას, რომელიც „ოჯახური ღირებულებების“ დაცვისკენ არის მიმართული.

ჩეჩნეთში გეების დევნის შესახებ ინფორმაცია პირველად დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ გაავრცელა. ჩეჩნეთის ხელისუფლება, მათ შორის, რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი უარყოფენ, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები იდევნებიან და მათთვის სპეციალური ციხეები არსებობს. კადიროვის განცხადებით, ჩეჩნურ საზოგადოებაში მოვლენა სახელწოდებით „არატრადიციული ორიენტაცია“ არ არსებობს.

ცნობისთვის, მაგომედ დაუდოვი რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია. როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, დაუდოვი ყოფილი ბოევიკია, რომელიც ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის დროს ბოევიკების მხარეს იბრძოდა. შემდეგ კი, როდესაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ახმად კადიროვმა ამნისტია გამოაცხადა, ტყიდან გამოვიდა და რუსეთის არმიას შეუერთდა. 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას „რუსეთის გმირის" წოდება მიანიჭა ვაჟკაცობისა და გმირობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე მაგომედ დაუდოვი კადიროვის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: eto.pangani@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com