weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს პირველად ეწვია

22:18 პარასკევი, 25 მაისი 2018
ფოტოზე არმენ სარქისიანი და გიორგი მარგველაშვილი ფოტოზე არმენ სარქისიანი და გიორგი მარგველაშვილი ფოტო © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს არმენ სარქისიანი ეწვია. ეს სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში.

სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დახვდა. მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა, რომ პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები ესეთი მაღალი დონის დელეგაციებით სტუმრობენ თბილისს, რათა საქართველოსთან ერთად იზეიმონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი.

„რამდენიმე დღეში ჩვენი სომეხი მეგობრებიც ასევე იზეიმებენ თავიანთი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. მათაც ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთად, თანამშრომლობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია და სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არმენ სარქისიანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

არმენ სარქისიანი, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი იყო, სომხეთის პრეზიდენტად ორი თვის წინ აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე სერჟ სარგსიანი შეცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]