weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველო-სომხეთის საზღვართან 4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

11:16 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში, დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფლებში 3-დან 4 მაგნიტუდამდე სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრში ბიძგების სიმძლავრე 5 ბალსაც აღწევდა. საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ ბავრაში 3-4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იგრძნობოდა, გიუმრში კი 2-3 მაგნიტუდის.

5 ივნისს, გვიან ღამით ძლიერი მიწისძვრა იყო აზერბაიჯანშიც, საქართველოს საზღვრიდან 15 კილომეტრში. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი კახის რაიონში იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6 ბალს აღწევდა, რის გამოც ზაქათალის რაიონში შენობები დაიბზარა, დაინგრა საქონლის სადგომები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრით გამოწვევული სტრესის გამო, ზაქათალის რაიონში 63 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. 13 წლის ბავშვმა კი ფეხი იმ დროს მოიტეხა, როდესაც სახლიდან გაქცევას ცდილობდა.

აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]