weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილი დააპატიმრეს

13:09 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

სომხეთში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილს, აიკ სარგსიანს, რომელსაც ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება.

დანაშაული, რომელის ჩადენასაც აიკ სარგსიანს ედავებიან, 2007 წელს მოხდა, თუმცა საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც 2018 წლის ივნისში დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, 2007 წლის 1-ელ აპრილს მუცლის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში დ. სიმონიანი გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა საქმე მხარეების შერიგების გამო დაიხურა. 2018 წლის ივნისში კი საქმესთან დაკავშირებით მანამდე უცნობი დეტალები გამოირკვა, რის გამოც სომხეთის გენერალურმა პროკურორმა გამოძიების განახლება გადაწყვიტა. კერძოდ, გაირკვა, რომ სიმონიანს ესროლა არა არტურ გევორქიანმა, არამედ აიკ სარგსიანმა. ამასთან გასროლა განზრახ მოხდა და არა გაუფრთხილებლობით.

პროკურატურის ინფორმაციით, სიმონიანი ამბობს, რომ 2007 წლის 1-ელ აპრილს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა აიკ სარგსიანმა ესროლა. მისივე თქმით, ინციდენტი სარგსიანის სახლში, დაცვის თანამშრომლების ოთახში მოხდა. დაზარალებული ამბობს, რომ აიკ სარგსიანი და მისი ძმა დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ, თუ მომხდარის შესახებ სიმართლეს იტყოდა.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. ხელისუფლებიდან ის მასობრივი საპროტესტო აქციების გამო წავიდა. პროტესტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ 10-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პირველი პირია.

სარგსიანის გადადგომის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციონერი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი აირჩიეს.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ნათესავებს უკანონო ბიზნეს საქმიანობასა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებენ ბრალს. საქმეში ფიგურირებენ სერჟ სარგსიანის ძმა, ლევონ სარგსიანი და მისი შვილები. გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელის წინააღმდეგაც მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]