weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კავკასია

აზერბაიჯანში, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, მეჰმან ჰუსეინოვი გაათავისუფლეს. ჰუსეინოვი ცნობილი ვიდეობლოგერია, რომელმაც არაერთი რეპორტაჟი მოამზადა კორუფციასა და მაღალჩინოსნების მიერ უკანონოდ შეძენილ ქონებაზე. 2017 წლის მარტში, სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო პოლიციის მიმართ…

აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფიზიკური პირების საბანკო კრედიტების დასაფარად თანხა გამოიყოფა. ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების შემუშავებაზე განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 თებერვალს გამოსცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი კახში დაასრულა, სადაც ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეხვდა და ქართული სკოლა და ეკლესია მოინახულა.

დაღესტნელი მებრძოლი, UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის) მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტნის მთავრობას სთხოვს პასუხს მახაჩყალაში სპექტაკლ „ნადირობა კაცებზე“ ჩვენებისთვის და ხალხის ქუჩაში გამოსვლით იმუქრება. ნურმაგომედოვის შეფასებით, აღნიშნული სპექტაკლი…

27 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა 15 იანვარს, ბოლნისში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა.

გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო. სარჩელი ეხებოდა სახელმწიფოს მიერ არაეფექტური გამოძიების ჩატარებას მუქარის წერილებზე, რომლებსაც ისმაილოვა იღებდა და რომელთა მიხედვითაც, თუ ის…

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ სომხეთს ბუნებრივი აირი გაუძვირა. „გაზპრომის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 1000 მ3 ბუნებრივი აირის ფასი საქართველო-სომხეთის საზღვარზე $150 ნაცვლად $165-ს შეადგენს.

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა. სტატიის მიხედვით, არჩევანი სამ ფინალისტს - მალაიზიას, ეთიოპიასა და სომხეთს შორის გაკეთდა. რედაქცია განმარტავს, რომ შეფასების კრიტერიუმი არა სახელმწიფოს სიმდიდრე…

დღეს, 9 დეკემბერს, სომხეთში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ხმის მიცემა 2010 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი დროით დილს 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველთა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]