ოქტომბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

კავკასია

ჩეჩნეთში, 2017 წლის 26 იანვრის ღამეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა სულ მცირე 27 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" 9 ივლისს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში წერს. გამოცემა აქვეყნებს…

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ჯარი სრულ საბრძოლო მოქმედებაში იქნა მოყვანილი და მან ყარაბაღში, სომხეთის პოზიციებზე იერიში მიიტანა. უწყების ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა დაზიანდა, ზოგიერთი სამხედრო ობიექტი კი…

ეუთოს მინსკის ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. მათი განცხადებით, ამ ხანგრძლივი კონფლიქიტის მოგვარების ერთადერთი პასუხისმგებლიანი და ჰუმანური გზა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაა.

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 5 ივლისს, ადგილობრივი დროით 00:29 საათზე დაფიქსირდა.

სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პორტალმა Booking.com-მა მთიან ყარაბაღში სერვისი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართვის შემდეგ გააუქმა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს სავარაუდოდ 11 ივლისს, ავსტრიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

აზერბაიჯანის დედაქალაქში ახალი გზის მშენებლობისა და ქუჩის რეკონსტრუქციის გამო 1912 წელს აშენებული მეჩეთი "ჰაჯი ჯავადი" დაანგრიეს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც მეჩეთის დანგრევის გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს.

ჩეჩნეთის პროკურატურა იმ ინტერნეტ-საიტების დაბლოკვას ცდილობს, სადაც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობის შესახებ მასალები ქვეყნდება. "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, პროკურატურამ გროზნოს სასამართლოს სარჩელით 28 ივნისს მიმართა.

ჩეჩნეთში, გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ბესლან გაურგაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, გაურგაშვილს ბრალად უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ედება. გამოძიების ინფორმაციით, გაურგაშვილი სირიაში საომარ მოქმედებებში…

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს აზერბაიჯანის ჯარი მსოფლიოს 50 უძლიერეს ჯარს შორის არის. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. ამას საზოგადოებაც ხედავს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ შირვანში, საბრძოლო მასალების…

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com