weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

23:14 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017

ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრეში, ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია ტრადიციული ხალიჩური ნაწარმის რეწვის, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოპულარიზაცია და ხალხური რეწვის ოსტატების მხარდაჭერა.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აწყობს.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი 28 ივნისს თბილისში, ეროვნულ მუზეუმში აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმის კოლექციის გამოფენით გაიხსნება, ხოლო ახალციხეში საზეიმო გახსნა 30 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

რაბათში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დამთვალიერებლებისთვის 1-ელ და 2 ივლისს, 10:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე იქნება ღია.

ფესტივალის ფარგლებში ახალციხის შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე საქართველოში მომუშავე ხალხური ოსტატები, დიზაინერები, მეწარმეები და სხვადასხვა გაერთიანებები (სახელოსნოები და გალერეები) წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას, აჩვენებენ სხვადასხვა ხალიჩური ნაწარმის ქსოვის, შალის და აბრეშუმის ნართის მომზადების პროცესს. ჩატარდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხალიჩების, ფარდაგების ორნამენტის, ფერის, დიზაინის და ქსოვის ტექნიკის შესახებ.

ხალიჩების ფესტივალში საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებენ ირანის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთსა და თურქეთის წარმომადგენლები. ისინი თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ.

ფესტივალზე შესაძლებელი იქნება გამოფენილი ნაწარმის ყიდვაც.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, 1-ელ და 2 ივლისს, თბილისიდან ახალციხის მიმართულებით უფასო ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსი ვარდების რევოლუციის მოედნიდან 08:00 საათზე გავა, უკან კი 23:00 საათზე დაბრუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]