weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

23 ივლისს Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

22:05 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

23 ივლისს, Black Sea Arena-ზე, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი "ზაფხულის დღესასწაული" გაიმართება. მას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს. სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კამერული გუნდი.

tkt.ge-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარიდან იწყება და 120 ლარამდეა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ბილეთი ითვალისწინებს ერთი თანმხლები პირის დასწრებას, რომელიც შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით ისარგებლებს.

ქეთი მელუას კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. ამავე პროექტის ფარგლებში 21 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე, ნინო ქათამაძის სოლო კონცერტია დაგეგმილი, 16 სექტემბერს კი ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]