weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოსკარზე გამარჯვებული წლის საუკეთესო ფილმი შეცდომით გამოაცხადეს

12:08 ორშაბათი, 27 თებერვალი 2017

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში ამერიკის კინოაკადემიის რიგით 89-ე დაჯილდოება გაიმართა, რომლის კულმინაციაც, 2016 წლის საუკეთესო ფილმის დასახელება, სკანდალით დასრულდა - გამარჯვებულ ფილმად ჯერ მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადეს, სცენაზე გამოსული ფილმის შემქმნელები კი მალევე უკან გაიწვიეს და წლის საუკეთესო კინოსურათად „მთვარის შუქი“ (Moonlight) დაასახელეს.

აღნიშნული უხერხული სიტუაცია, რომელიც წლის საუკეთესო ფილმის დასახელებას მოჰყვა, როგორც გაირკვა, უკანასკნელი ნომინაციის გამომცხადებლების მიერ სცენაზე კონვერტების შეცდომით გატანამ გამოიწვია - ფეი დანაუეისა და უორენ ბიტის ხელში არსებული კონვერტი, რომელშიც წლის საუკეთესო ფილმის სათაური უნდა ყოფილიყო, კულისებში აერიათ და შეცდომით მისცეს.

საბოლოოდ ცერემონიაზე, რომელმაც დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამოთქმული სარკასტული გამონათქვამების თანხლებით ჩაიარა, ყველაზე მეტი - 6 ოსკარი გახმაურებულმა მიუზიკლმა „ლა ლა ლენდმა“ მოიპოვა, წლის საუკეთესო ფილმის წოდებასთან ერთად კი „მთვარის შუქმა“ კიდევ ორი ჯილდოს მოგება შეძლო.

2016 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციებში გამარჯვებულთა სია კი ასეთია:

საუკეთესო ფილმი - Moonlight

საუკეთესო რეჟისორი - დამიენ შაზელი (La La Land)

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - კეისი აფლექი (Manchester by the Sea)

საუკეთესო ქალი მსახიობი - ემა სტოუნი (La La Land)

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - მაჰერშალა ალი (Moonlight)

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - ვაიოლა დევისი (Fences)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - კენეტ ლონერგანი (Manchester by the Sea)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ბარი ჯენკინსი და ტარელ ელვინ მაკკრეინი (Moonlight)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის - ჯასტინ ჰურვიცი (La La Land)

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის - ჯასტინ ჰურვიცი, ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი - "City of Stars" (La La Land)

საუკეთესო მთავარი ოპერატორი - ლინუს სანდგრენი (La La Land)

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - კოლინ ეტვუდი (Fantastic Beasts and Where to Find Them)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება - La La Land

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - Suicide Squad

საუკეთესო მონტაჟი - Hacksaw Ridge

საუკეთესო ხმის მონტაჟი - Arrival

საუკეთესო ხმის ეფექტები - Hacksaw Ridge

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - The Jungle Book

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Zootopia

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - O.J.: Made in America

საუკეთესო უცხოური ფილმი - The Salesman (ირანი, რეჟ. ასღარ ფარჰადი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]