weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში დღეს Jamiroquai-ს კონცერტი გაიმართება

10:44 პარასკევი, 28 ივლისი 2017

ბათუმში, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai კონცერტს გამართავს. შესრულდება როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე კომპოზიციები მათი ბოლო ალბომიდან Automaton.

ფანკისა და ეისიდ-ჯაზის შემსრულებელი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა. ჯგუფის დაამარსებელი და ლიდერი მუსიკოსი ჯეი ქეია (Jay Kay). 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, Jamiroquai -მ სულ 8 სტუდიური ალბომი გამოუშვა. 1996 წელს გამოსულ ალბომში Travelling Without Moving შესულია ჯგუფის ყველაზე ცნობილი ორი ჰიტი - Cosmic Girl და Virtual Insanity. ამ უკანასკნელ სინგლზე შექმნილმა ვიდეო კლიპმა ჯგუფს, 1997 წლის MTV Video Music Awards-ზე, 4 ნომინაციაში (Best Video, Best Special Effects, Best Cinematography, Breakthrough Video) გამარჯვება მოუტანა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გუშინ გაიხსნა და 30 ივლისს დასრულდება. წელს ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: Jamiroquai, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, Matthew Hartnett, Lou Berry, MF ROBOTS.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]