weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

წინანდლის ფესტივალის დაარსების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

17:58 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

შვეიცარიის ქალაქ ვერბიეში, წინანდლის ფესტივალის და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის და მუსიკალური აკადემიის დაარსების შესახებ“.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს წინანდლის ფესტივალის დირექტორმა დავით საყვარელიძემ, „სილქ როუდ ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებმა მარტინ ენგსტრომმა და ავი შოშანიმ.

ვერბიე ცნობილია როგორც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლო ევროპაში, რომლის ანალოგიც წინანდალში 2019 წლიდან მოეწყობა და ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.

„სილქ როუდ ჯგუფი“ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში კლასიკური მუსიკის ცენტრს ტურიზმის ადმინისტრაციის თანადაფინანსებით აშენებს. ათას ადამიანზე გათვლილი კლასიკური მუსიკის ცენტრი 14 სექტემბერს, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]