weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 16-18 ივნისს გაიმართება

15:53 სამშაბათი, 11 აპრილი 2017

კავკასიაში უდიდესი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველწლიურად AlterVision-ჯგუფი ატარებს, წელს 16-18 ივნისს გაიმართება. სამდღიანი ფესტივალი ლისის ტბის მახლობლად, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მონაწილეობას 40-ზე მეტი შემსრულებელი მიიღებს.

ფესტივალის ორგანიზატორებმა სამდღიანი ფესტივალის მონაწილეთა სია ახლახანს გამოაქვეყნეს:

16 ივნისი 

მთავარი სცენა: Anathema, Sevdaliza, Backwarmer, Psychonaut 4, დაგდაგანი.

„ოქროს სცენა“ ღამით: Ripperton, Cobert, Bacho, Kozmana.

17 ივნისი

მთავარი სცენა: Leningrad, Soft Eject, LOUDspeakers, Eko & Vinda Folio, არა.

„ოქროს სცენა“ დღისით: Friendly Mosquito, Bedford Falls, Windshield.

„ოქროს სცენა“ ღამით: Alex.Do, Greenbeam & Leon, Sevda, Iazikzazubami.

18 ივნისი

მთავარი სცენა: Archive, Young Georgian Lolitaz, Salio, Kung Fu Junkie, The Black Marrows.

„ოქროს სცენა“ დღისით: Moku Moku, SF-X, Sexy Bicycle.

„ოქროს სცენა“ ღამით: Oxia, Vako T, Wiedmak.

12-დან 28 აპრილამდე საწყის ეტაპზე გაიყიდება ფესტივალზე დასასწრები შეზღუდული რაოდენობის (1500 ცალი) 3-დღიანი აბონემენტები, სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air-ის სალაროსა და ფილარმონიის სალაროში, ასევე ონლაინ: www.tkt.ge/openair. ფასი: 100 ლარი. დღიური ბილეთები კი 29 აპრილიდან გაიყიდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]