weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში კლასიკური მუსიკის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

12:33 კვირა, 03 სექტემბერი 2017

2 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest დაიწყო. ტრადიციისამებრ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე Batumi Music Fest-ი ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნა.

ქართველ პიანისტთან ერთად სცენაზე გამოვიდა ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჩაუშიანი. ორკესტრს დავით მუქერია უწევდა დირიჟორობას.

საღამოზე აჟღერდა რიჰარდ ვაგნერის ოპერა „რიენცის“ უვერტიურა, სენ-სანსის კონცერტი ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის და ბეთჰოვენის №1 საფორტეპიანო კონცერტი.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest, რომელიც ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება, სცენაზე შეკრებს როგორც ცნობილ მუსიკოსებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავებს.

რიგით მეხუთე საიუბილეო ფესტივალი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი პიანისტი და „იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის“ ელისო ბოლქვაძე, იუნესკოს პატრონაჟით ტარდება – ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]