დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

ავღანეთში თალიბანისგან გადარჩენილი 7000 ფილმი აღადგინეს

13:52 - 18 სექტემბერი 2017 hits 313
ავღანეთში თალიბანისგან გადარჩენილი 7000 ფილმი აღადგინეს

1990-იანი წლების ავღანეთში კინოსტუდია Afghan Film-ის თანამშრომელმა ჰაბიბულა ალიმ მოახერხა და დამალა ათასობით კინოფირზე არსებული ფილმები თალიბანის დაჯგუფებისგან, რომელმაც ხსენებული სტუდია დახურა, 1996-2001 წლებში კინო აკრძალა და რომ არა ჰაბიბულა ალის ქმედება, უამრავ ფილმს გაანადგურებდა.

სააგენტო „ფრანს პრესთან" საუბარში ჰაბიბულა ალიმ განაცხადა, რომ თალიბებს დამალული ფილმების შესახებ რომ გაეგოთ, მას და მის მეგობრებს, რომლებთანაც გადარჩენილი ფილმები ინახებოდა, აუცილებლად დახოცავდნენ.

ფარსი და პუშტუ ენებზე არსებული ავღანეთის კინოკულტურის თვალსაჩინო ნამუშევრების გადარჩენიდან ორი დეკადის შემდეგ, მათი აღდგენა და ციფრულ ფორმატში გადატანაც მოხერხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი