weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კახეთში ფესტივალი „ჯაზი და ღვინო“ გაიმართება

13:11 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

6 და 7 ოქტომბერს, კახეთში, „ლოპოტა სპა რეზორტზე“ ფესტივალი „ჯაზი და ღვინო“ (Jazz and Wine Kakheti) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის ტრიო.

ფესტივალის სტუმრები იქნებიან ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა და მხიარული და „გემრიელი შოუს“ წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი“. 

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“. მათი ინფორმაციით, Jazz and Wine Kakheti-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის დეგუსტაციები, სადაც ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს ღვინის შესახებ საინტერესო დეტალებს გააცნობენ; ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]