ოქტომბერი 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

დავით გარეჯში XVII საუკუნის საეკლესიო ინვენტარი და სატრაპეზო ჭურჭელი აღმოაჩინეს

15:55 - 25 სექტემბერი 2017 hits 382

არქეოლოგიურმა ჯგუფმა საგარეჯოში, დავით გარეჯის უდაბნოში, წმინდა დავითის ლავრაში შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალურ სამონასტრო ჭურჭელს მიაკვლია. აღმოჩენილია სადგარიანი შანდლები, ქვაბები, ლანგრები, ზარხუფები, თასები, ქაქფქირი, ჩამჩა და სხვა ნივთები. მათი უმეტესობა ორნამენტირებულია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპედიციამ, რომელსაც პროფესორი ნოდარ ბახტაძე ხელმძღვანელობს, საეკლესიო ინვენტარის და სატრაპეზო ჭურჭლის 21 ნიმუში აღმოაჩინა.

განძი მიწით სავსე სამალავში იპოვეს. მეცნიერების ვარაუდით, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი მონასტრის საძმოს წევრებმა XVII საუკუნის დასაწყისში, ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს.

„შუა საუკუნეების ლითონის ჭურჭლის ასეთი მდიდრული კოლექცია, არქეოლოგიურად ამ დრომდე ჯერ არ აღმოჩენილა საქართველოში“ - აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საგარეჯოს რაიონში მდებარეობს და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. აქედან 3 სადაო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა მოქცეული. მონასტერი VI საუკუნეში დაარსა დავით გარეჯელმა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად შემოსული „ათცამეტი ასურელი მამის“ დასს ეკუთვნოდა.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com