weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

Gremi Rural Fest: პირველი ფესტივალი სოფელ გრემში

11:54 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

ყვარლის რაიონის სოფელ გრემში პირველად ჩატარდა ფესტივალი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისა და პროექტის Countryside Magic ფარგლებში, რომელიც ევროპის კომისიის „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალი ორგანიზებული იყო პროექტის ქართველი, დანიელი, სომეხი, ნორვეგიელი, იტალიელი და ესტონელი ახალგაზრდა მონაწილეების მიერ.

ღონისძიების მთავარი მიზანი სოციალური მეწარმეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა იყო. ფესტივალის სტუმრებმა მოისმინეს ფოლკლორული მუსიკა, დააგემოვნეს ადგლობრივი წარმოების ღვინო და საკვები და გაეცნენ მოწვეული სოციალური მეწარმეობების საქმიანობასა და პროდუქციას.

ფესტივალი ორგანიზაცია „თემში“ გაიმართა, რომელიც კომუნას წარმოადგენს და იმ 80 ადამიანს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობების შეზღუდვა აქვთ. შვიდი დღის განმავლობაში პროექტის 30-მდე მონაწილემ სწორედ კომუნაში იცხოვრა.

ფოტო © Utskhography

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]