დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

თბილისში ემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო

16:15 - 29 სექტემბერი 2017 hits 242
თბილისში ემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო

სერბი კინორეჟისორისა და მუსიკოსის ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტის ბილეთები გაყიდვიდან ამოიღეს, ღონისძიება კი გაურკვეველი ვადით გადაიდო. კომპანია Art Media Group-ის დირექტორის, ლელა ასლანიკაშვილის განცხადებით, მათთვის ცნობილი არ იყო, რომ 2009 წელს კუსტურიცა ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა.

ემირ კუსტურიცას როკ-ჯგუფ The No Smoking Orchestra-სთან ერთად თბილისში კონცერტი 8 დეკემბერს უნდა ჩაეტარებინა.

„მაქვს უფლებამოსილება გადმოგცეთ თავად ემირ კუსტურიცას პოზიცია. ის, როგორც მსოფლიოს მოქალაქე, როგორც ადამიანი, რომელიც სერბეთის ომმა ლტოლვილად აქცია, ყველანაირი ომის წინააღმდეგია. სხვადასხვა ქვეყნების კონფლიქტურ ზონებში ჩასვლა მისი ცხოვრების ყოველდღიურობაა. ემირ კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არცერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოსა და ქართველ ხალხს. რეჟისორის თქმით, ის იცნობს ჩვენს ისტორიასა და კულტურას და მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართული სახელმწიფოსთვის მისაღები, მოსახლეობისგან კი მხარდაჭერილი იქნება“, - განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ვიზიტით სერბმა კინორეჟისორმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტიდან.

აღსანიშნავია, რომ კუსტურიცა 2017 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსაც ესტუმრა, სადაც 23 ივლისს კონცერტი გამართა. მანამდე კუსტურიცამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კარგი ადამიანია და ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ სერბმა ხალხმა მათდამი პატივისცემა იგრძნო.

სერბი კინორეჟისორი უკრაინის კულტურის სამინისტროს შავ სიაშია შეყვანილი.

62 წლის ემირ კუსტურიცა კანის კინოფესტივალის ორი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელია. ის The No Smoking Orchestra-ში 1986 წლიდანაა. ჯგუფს 10 ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან ბოლო 2013 წელს გამოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი