weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები გერმანულ ენაზე გამოიცა

10:55 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში XX საუკუნის ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების გერმანულ ენაზე გამოცემული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. მოთხრობები გერმანულ ენაზე ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ითარგმნა.

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები გამომცემლობა „ანთეამ“, წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოსცა.

საელჩოში გამართულ ლიტერატურულ საღამოს  გამომცემლობის ხელმძღვანელი, დეტლეფ შტაინი უძღვებოდა.  კერბულის წარდგენაში ასევე მონაწილეობდნენ მთარგმნელები  შტეფი ხოტივარი-იუნგერი და არჩილ ხოტივარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წიგნის პრეზენტაციას გერმანული კულტურული წრეების და გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]