weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

11:30 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი.

გოგი ოჩიაური ათობით ნამუშევრის ავტორია. მათ შორისაა 1953 წელს შექმნილი ცნობილი ქანდაკება „აჯანყება“; 1972 წლით დათარიღებული ვაჟა-ფშაველას ძეგლი; ასევე „დიდების მემორიალი“ (1985), რომელსაც საყოველთაო ეროვნული შერიგების ძეგლი ეწოდება. გოგი ოჩიური გიორგი შენგელაიას ფილმის „ალავერდობა“ დამდგმელი მხატვარია. 2005 წელს ის ღირსების ორდენით, 2012 წელს კი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.

2012-2015 წლებში გოგი ოჩიაური საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]