weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ბიორკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კახეთსაც ესტუმრება

15:28 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

პოპულარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში ჩამოსვლისას სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის კახეთსაც ეწვევა. საგანგებო პრესკონფერენციაზე SOU-ფესტივალის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა განაცხადა, რომ აღიარებული მომღერალი თავადაა დაინტერესებული ქართული მუსიკით და საქართველოს  მუსიკალურ ექსპედიციაში იმოგზაურებს.

სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ექსპედიციის ფარგლებში ბიორკი სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება.

ცნობილია, რომ ბიორკი 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს თბილისში ორ კონცერტს გამართავს. ორგანიზატორთა განცხადებით, ექსპერიმენტულ არტ-პოპ ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი სიმღერებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ძირითადად თავისი ბოლო, რიგით მე-9 ალბომიდან (Vulnicura) შეასრულებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]