weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შატილში ჩამონგრეული კოშკის აღდგენის სამუშაოები გაზაფხულიდან განახლდება

18:23 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

2017 წლის მაისში შატილში ჩამონგრეული N6 კოშკის სრულ რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2018 წელს დაასრულებს. ჩამოშლილი კედლის აღდგენის სამუშაოებს სეციალისტები მომდევნო გაზაფხულიდან განაგრძობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპზე დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან. გაწმენდილ ადგილზე მოეწყო სახურავის დროებით დამჭერი ხის სივრცული ძალოვანი ხარაჩო, რომელიც კოშკის სახურავს და მის შენარჩუნებულ კედლის წყობას ზამთრის განმავლობაში კონსტრუქციული რეგრესისგან დაიცავს. რესტავრატორების მიერ დაიშლა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა. ნადენი წყლისგან დაზიანებული საძირკვლის გრუნტი დამუშავდა, სადაც მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი მოეწყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტების დასკვნის თანახმად, N6 კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდანაც ნადენი ნალექი N6 კოშკის საძირკველზე იყო მიმართული.

შატილი დუშეთის რაიონში, პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. საუკუნეების განმავლობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შატილის მცხოვრებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]