weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სამტრედიასა და წყალტუბოში ფემინისტურ თემაზე შესრულებული ნახატები გადაღებეს

13:43 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე მხატვარ ლია უკლებას მიერ ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე შესრულებული სტრიტ–არტი გადაღებეს.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მხატვარმა რუსთაველის ქუჩაზე ერთ–ერთი კედელი ერთი წლის წინ, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და სამტრედიის გამგეობასთან წერილობითი შეთანხმებით მოხატა.

„მოსახლეობამ მოგვმართა ფასადების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. დაკმაყოფილდა მათი სურვილი. ნახატი არვიცი ვინმეს უშლიდა თუ არა ხელს. მაგრამ მოსახლეობა, რასაც ითხოვდა, იმის მიხედვით გაკეთდა მთლიანად რუსთაველის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია. მხატვარს თუკი სურვილი ექნება, შეუძლია შემოვიდეს განცხადებით და თავიდან განათავსოს ნახატი“, - ციტირებს „ქუთაისი პოსტი“ სამტრედიის გამგეობის წარმომადგენლის მიშა ლეჟავას კომენტარს.

გამოცემის ინფორმაციით, ასევე წაშალეს, ამავე პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს სამხატვრო სკოლის კედელზე, ფემინისტურ თემაზე შესრულებული ნახატიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]