weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გრემის დაჯილდოება ბრუნო მარსის ტრიუმფით დასრულდა

10:40 ორშაბათი, 29 იანვარი 2018

28 იანვარს ნიუ იორკში მდებარე „მედისონ სქვერ გარდენმა“ უპრესტიჟულესი მუსიკალური დაჯილდოების, გრემის რიგით მე-60 ცერემონიას უმასპინძლა, სადაც ამერიკელმა რიტმ-ენდ-ბლუზ პოპ-მუსიკოსმა ბრუნო მარსმა ყველაზე მეტი, ექვსი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

32 წლის მომღერალმა გრემის ჯილდოები 2017 წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის (“24K Magic”), საუკეთესო ალბომისთვის (24K Magic), საუკეთესო სიმღერისთვის (“That’s What I Like”), საუკეთესო R&B სიმღერისთვის (“That’s What I Like”), საუკეთესო R&B შესრულებისა (“That’s What I Like”) და საუკეთესო R&B ალბომისთვის (24K Magic) მიიღო. ამრიგად, 2017 წლის გრემის სამივე უმთავრესი ჯილდო: წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ალბომი, სწორედ ბრუნო მარსს ერგო, ჯამში კი მუსიკოსს გრემის 11 ჯილდო დაუგროვდა, რომელიც მან შვიდწლიან ინტერვალში მოიპოვა.

ბრუნო მარსის შემდეგ ჯილდოების მხრივ რეპერი კენდრიკ ლამარი გამოირჩა, რომელსაც 5 გრემი (საუკეთესო რეპ შესრულება, საუკეთესო რეპ დუეტი, საუკეთესო რეპ სიმღერა, საუკეთესო რეპ ალბომი, საუკეთესო ვიდეოკლიპი) ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]