weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

Imagine Dragons საქართველოშიც იმღერებს

01:13 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018

პოპულარული ამერიკული როკჯგუფი, გრემის ჯილდოს მფლობელი Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს. კომპანია Fix Group-ის ინფორმაციით, როკჯგუფი საქართველოში სექტემბერში ჩამოვა. მათივე ცნობით, კონცერტის ჩატარების თარიღი 1-ელ მაისს გახდება ცნობილი, 4 მაისიდან კი ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

Imagine Dragons საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მასშტაბური ტურნე 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. იმ მრავალ ქალაქს შორის, სადაც კონცერტი გაიმართება, მოსკოვი, კიევი, ბერლინი, მილანი, ვენა, პრაღა და ბარსელონაც არის. ჯგუფის ოფიციალურ საიტზე საქართველო ჯერ არ ჩანს.

Imagine Dragons 2008 წელს, ლას-ვეგასში ჩამოყალიბდა. მას ყველაზე დიდი წარმატება სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერებია Demons და Radioactive. ეს უკანასკნელი ჟურნალმა „ბილბორდმა“ 2013 წელს ნომერ პირველ ალტერნატიულ როკ სიმღერად დაასახელა. ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონი ალბომი და 35 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]