weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი 5 ივნისამდე გადაიდო

11:15 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი, რომელიც მოსკოვში, დღეს, 28 მარტს, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ იყო დაგეგმილი, გადაიდო. „კროკუს სითი ჰოლის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტი 5 ივნისს ჩატარდება.

ნანი ბრეგვაძის შვილი, ეკა მამალაძე აცხადებდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, შესაძლოა, კონცერტი გაუქმებულიყო.

28 მარტს დაგეგმილ კონცერტზე, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, სცენაზე ეკა მამალაძე და მომღერლის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე უნდა გამოსულიყვნენ. კონცერტში მონაწილეობდა დიდი სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საიუბილეო საღამოს სპეციალურ სტუმრებად ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე იყვნენ მიწვეულები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]