weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რეჟისორ ელდარ შენგელაიას მოსკოვში პრემია „ნიკა“ გადასცეს

18:21 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

1-ელ აპრილს, მოსკოვში კინოპრემია „ნიკას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნომინაციაში „დსთ-ს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი“ ელდარ შენგელაიას „სავარძელი“ გახდა.

„სავარძელი“ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმია, რომლის პრემიერაც 2017 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

„ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. ყველასთვის საყვარელი ფილმებით „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ავტორმა, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა. მის სახელს უკავშირდება, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია. ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს წელს 85 წელი შეუსრულდა“, - ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

პრემია „ნიკას“ რუსეთის კინოაკადემია ყოველწლიურად გასცემს. წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 31-ედ გაიმართა. გასულ წელს იგივე ნომინაციაში გამარჯვებული კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი - რუსუდან გლურჯიძე გახდა ფილმით „სხვისი სახლი“.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]