weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

წინანდლის მუზეუმში გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ გაიხსნება

16:37 პარასკევი, 13 აპრილი 2018

15 აპრილს, 15:00 საათზე, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიცია ქართული კულტურის სამ პერსონას –ნიკო ფიროსმანს, კირილე და ილია ზდანევიჩებს წარმოადგენს.

„ფიროსმანის აღმომჩენი ფრანგი მხატვარი მიხეილ ლე დანტიუ იყო, მაგრამ ძმები ზდანევიჩების მონაწილეობით იგეგმებოდა და ვითარდებოდა პროცესი, რომლის საშუალებით საქართველომ და მსოფლიომ მიიღო ეს მხატვარი. ამ აღმოჩენის შემდეგ, ზდანევიჩების არქივში, პუბლიკაციებში თუ ნახატებში, ყველგან ფიგურირებს ფიროსმანი, წყალქვეშა მდინარესავით მიჰყვება მათ ცხოვრებას და შემოქმედებას.

მისი სამყაროთი, თემებით, განცდით გამსჭვალულია ორივე ძმის შემოქმედება - აქაც, საბჭოთა საქართველოს სახეცვლილ გარემოში - კირილეს ნახატებში და საფრანგეთში ემიგრირებულ ილიას პუბლიკაციებშიც. პარიზშიც გრძელდება ილიასა და ფიროსმანის უხილავი თანაარსებობა, იმდენად, რომ ილიაზდის გავლენით, პიკასო ხატავს მის პორტრეტს, ილიაზდის პუბლიკაციისათვის“, – აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, გამოიფინება ნიკო ფიროსმანის „ნატურმორტი შაქრის თავით“ – მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან და კირილე ზდანევიჩის ფერადი გრაფიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]