weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტოჩინოშინი სპეციალურად ჩამოსხმული ქართული ღვინით დააჯილდოვეს

13:19 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი იაპონიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ პროფესიონალ სუმოისტებს, ლევან გორგაძესა (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) შეხვდნენ და ტოჩინოშინს იმპერატორის თასზე გამარჯვების აღსანიშნავად საჩუქრად 5-ლიტრიან ბოთლში ჩამოსხმული საფერავი გადასცეს.

შეხვედრას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლევან ცინცაძე დაესწრო.

დავით ტყემალაძე და თინათინ კეზელი საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცის Terrada Warehouse, ტოკიოს ეროვნული „უენოს“ მუზეუმისა და ასევე „ნეზუს“ მუზეუმის  წარმომადგენლებს შეხვდნენ.

2018 წელს იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული უმნიშვნელოვანესი გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართება. აღნიშნული გამოფენა გასულ წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]