weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

1-8 მაისს ლონდონი ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

13:32 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლონდონი 1-8 მაისს ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალს სახელად „კინოში ასახული ცხოვრება“ (Life Through Cinema), ბრიტანულ-ქართული საზოგადოება და პრესტიჟული კინოთეატრი Regent Street Cinema ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მართავენ.

კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, „გოგიტას ახალი ცხოვრება“, „ცისფერი მთები“, „სავარძელი“, „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „დედე“, „საშიში დედა“ და სხვა ქართული ფილმები.

კინო პროგრამის გარდა, კინო პოსტერების გამოფენა, საინტერესო დისკუსიები, ქართული კულინარია და მუსიკალური ნაწილიც იქნება წარმოდგენილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]