weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საგარეჯოში გიორგი ლეონიძის სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

11:50 კვირა, 29 აპრილი 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ 17 აპრილს გამოსცა.

სახლი, სადაც გიორგი ლეონიძე ცხოვრობდა, აშენებულია მისი მამის, ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძარში საწირველად XIX საუკუნის 60-იან წლებში გადმოიყვანეს. სახლი წარმოადგენს XIX საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის ნიმუშს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემონახული თავდაპირველი სახე და ამდენად, ის ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.

1968 წლიდან სახლში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმია. სახლში დაცულია: გოგლას საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც დაიბადა გოგლა, პოეტის საგვარეულო ავეჯი, მისი კოსტუმი, პირადი ნივთები და ასევე ლადო გუდიაშვილის ორი ნახატი - გოგლას ორი პორტრეტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]