weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება

15:45 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

30 აპრილს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა.

წელს საქართველოში ამ დღის აღნიშვნა თბილისის ჯაზის საერთაშორისო 21-ე ფესტივალს ემთხვევა. დღეს, თბილისის ივენთ ჰოლში კონცერტს გამართავენ Miles Electric Band-ის მუსიკოსები რევი კოლტრეინის მონაწილეობით.

ჯაზის საერთაშორისო დღე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან აღინიშნება. UNESCO-ს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანებას თარიღის აღსანიშნავად, ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ხაზგასმას და იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გახდა ჯაზი ამა თუ იმ კულტურის ნაწილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]