weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

19 მაისს, ღამის საათებში კახეთის 9 მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება

11:50 სამშაბათი, 15 მაისი 2018

19 მაისს, აქცია „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი 21:00-დან 01:00 საათამდე დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

კახეთის რეგიონში ღამის საათებში შემდეგი მუზეუმების დათვალიერება იქნება შესაძელებელი: გრემის მუზეუმი; თელავის ისტორიული მუზეუმი; რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაურში; სიღნაღის მუზეუმი; ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი; სანდრო მირიანაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი სიღნაღში; ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახში.

მუზეუმების ტერიტორიაზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ღვინის დეგუსტაცია, პოეზიის საღამო და სხვა ღონისძიებები.

აქციაში მონაწილე მუზეუმებისა და ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

„ღამე მუზეუმში“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში ტარდება. აქციას საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭომ ჩაუყარა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]