weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

09:46 ორშაბათი, 21 მაისი 2018

„საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყოს“, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, დაიწყო ტერიტორიის შემოზღუდვა და მოსამზადებელი სამუშაოები ხარაჩოს დასამონტაჟებლად. შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ.

საქართველოს საელჩო ტურისტულ ჯგუფებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს.

ოშკი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. სამონასტრო ცენტრი X საუკუნეშია აშენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]