weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხვამლის მთაზე ტრაქტორით უნებართვო არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებენ

10:04 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში, ხვამლის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიასთან ადგილობრივები უნებართვო სამუშაოებს აწარმოებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეკლესიის ეზოში ტრაქტორია შესული, ვიდეოს ავტორი კი ამბობს, რომ ეკლესიას რეკონსტრუქცია-რესტავრაციას უტარებენ და არტეფაქტებიც აღმოაჩინეს.

„ეს უპრეცედენტო რამ არის. ამოვიყვანეთ მძიმე ტექნიკა და გამოვაჩინეთ ტაძრის საფუძველი, საძირკველი, უამრავი არტეფაქტები. ლეჩხუმის სოფლებიდან ვართ ამოსული ნამდვილი ქართველები და ვაკეთებთ ღვთის საქმეს, ჩვენი ხელებით, ჩვენი შრომით ვაფხიზლებთ და ვწერთ ახალ ისტორიას. უნდა აღდგეს ხვამლის სამონასტრო კომპლექსი“, - ამბობს დავით სილაგაძე.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, ხვამლის სამონასტრო კომპლექსის აღსადგენად საბანკო ანგარიშია გახსნილი და შემოწირულობები გროვდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე მიმდინარე სამუშაოებს ვანდალიზმს უწოდებს. პირველ არხთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ვიდეოს გავრცელებისთანავე ხვამლის მთაზე სპეციალისტები წავიდნენ, რომლებიც დაადგენენ, დაზიანდა თუ არა ძეგლი.

„2014 წლიდან ჩვენ ვაფინანსებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის მთაზე. გაკეთდა ძალიან მაგარი აღმოჩენები.

ამ ადგილას გარდა მე-19 საუკუნის ტაძრისა, არის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ფენები, არის არქეოლოგიურად ძალიან საინტერესო ადგილი, რომელსაც ვიკვლევთ ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად. მოხდა ვანდალური აქტი, რაც არის კატასტროფა და ძალიან შემაშფოთებელი.

ამ ფაქტს ჩვენი მხრიდან მოჰყვება სამართლებრივი რეაქცია, ინსპექცია პირველ რიგში შეაჩერებს წარმოებულ არაკანონიერ სამუშაოებს“, - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვამლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის ნამოსახლარები, 1900 წელს აღმოაჩინეს. 2007-2010 წლებში კი განახლებული არქეოლოგიური სამუშაოებისას მთის წვერზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის გალავნის მცირე მონაკვეთი და მისი უნიკალური კონსტრუქციის მქონე კარიბჭე გაითხარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]