weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფოთის თეატრის შენობის რეაბილიტაციის ტენდერი მეორედ ჩაიშალა

17:49 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობა ამჯერადაც არავინ მიიღო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან საპროექტო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

ფოთის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ დუნდუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტენდერი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იშლება.

„მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, ფასი ნორმალურია. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან  მესამედ გამოაცხადებს ტენდერს, ან გამარტივებული ტენდერის მიმართულებით წავალთ“, – აღნიშნა თემურ დუნდუამ.

ფოთის თეატრის შენობაში სამი თვის წინ ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, რის შემდეგაც დასმა სპექტაკლების გაგრძელებაზე უარი თქვა. მათი თქმით, მუშაობას მხოლოდ მაშინ განაახლებენ, როდესაც დარწმუნებიან, რომ შენობაში ყოფნა უსაფრთხოა.

ფოთის თეატრის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. დასის წევრები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობა ისე ჩაიბარა, რომ შესრულებული სამუშაოები არ შეუმოწმებია. თეატრის შენობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]